Humber Polytechnic საზაფხულო პროგრამა 2026, კანადა

16 იანვარი 2026

გაცნობებთ, რომ Humber Polytechnic, კანადა, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას საზაფხულო პროგრამაზე, რომელიც გაიმართება ქალაქ ტორონტოში. 

 

საზაფხულო პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულია შემდეგი კურსები: (პროგრამაში მონაწილე სტუდენტმა უნდა შეარჩიოს სასურველი ერთი კურსი)

 

 

პროგრამის საფასური: 

 

  • ზაფხულის სკოლა (3 კვირა): 10 ივლისი - 1 აგვისტო,  2,830 აშშ დოლარი;
  • კრეატიული აზროვნების ბუთქემფი (1 კვირა): 3 ივლისი - 11 ივლისი,  1,170 აშშ დოლარი

 

ორივე პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში სტუდენტები მიიღებენ ფასდაკლებას 500 კანადური დოლარის რაოდენობით.

 

პროგრამის საფასური მოიცავს: 

 

  • აეროპორტში დახვედრას;
  • საცხოვრებლის ხარჯებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • საუზმეს და ლანჩს;
  • პრესტო ბარათი (Presto Card) - ტორონტოს სამგზავრო ბარათი
  • კულტურულ და სოციალურ აქტივობებს;
  • პროგრამის აქტივობების ფარგლებში ტრანსპორტირებას.

 

დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge    

 

  • ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0);  
  • აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა; 
  • მოქმედი პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა.

 

*აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ A2 ოთახს, პირველი სართული.

 

დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადაა - 20 მარტი, 2026.

 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორებს მითითებულ მეილის მისამართზე: globalsummerschool@humber.ca

 

გისურვებთ წარმატებას!