გაცნობებთ, რომ იდრაკის ბიზნესის სკოლა, ლიონი ( IDRAC Business School, Lyon) აცხადებს მიღებას 2026 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის.
საზაფხული სკოლის ფარგლებში დაგეგმილია სესიები მოცემულ თარიღებში:
- პირველი სესია: 18 მაისი - 12 ივნისი.
- მეორე სესია: 16 ივნისი - 10 ივლისი.
შემოთავაზებული კურსები:
- გაძლიერებული ფრანგული ენა.
- ბიზნესი და საერთაშორისო კვლევები ინგლისურ ენაზე.
პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს:
ერთ სესიაზე დასწრების შემთხვევაში: (4 კვირა)
- განთავსებით: 1180 €
- განთავსების გარეშე: 320 €
ორივე სესიაზე დასწრების შემთხვევაში: (8 კვირა)
- განთავსებით: 2000 €
- განთავსების გარეშე: 550 €
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ კავკასიის უნივერსიტეტის შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ir@cu.edu.ge
- ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა;
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.5-ს).
- პასპორტის ასლი
დოკუმენტების წარდგენის საბოლოო ვადაა - 12 მარტი, 2026.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ იდრაკის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: studyabroad@competences-developpement.fr
გისურვებთ წარმატებას!
