გაცნობებთ, რომ IED ევროპის დიზაინის ინსტიტუტი, იტალია, აცხადებს აპლიკაციების მიღებას საზაფხულო პროგრამაზე - “The Glitch Camp”, რომელიც გაიმართება 2026 წლის 20-26 აპრილს ქალაქ მილანში.
პროგრამის ფარგლებში მონაწილეები დაესწრებიან მილანის ყოველწლიურ საერთაშორისო დიზაინის კვირეულს და ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ ქალაქი. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 18-დან 25 წლამდე უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი:
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- გაცნობითი სახის ვიდეო
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მონაწილეების განთავსება. გთხოვთ ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას გაეცნოთ მითითებულ ბმულზე. დანარჩენ ხარჯებს მონაწილე ფარავს თავად.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2026.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ ეწვიოთ ბმულს ან დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირს მოცემულ მეილის მისამართზე: iedcamp@ied.it
გისურვებთ წარმატებას!
