საერთაშორისო მოლაპარაკების გამოწვევა - საფრანგეთი, 2026

20 იანვარი 2026

IESEG მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი, იწვევს დაინტერესებულ სტუდენტებს მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო მოლაპარაკების გამოწვევაში (TNC), რომელიც გაიმართება 2026 წლის თებერვალი-მარტის პერიოდში.

 

TNC სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაერთონ რეალისტური მოლაპარაკების სიმულაციებში, გაცვალონ იდეები და გამოსცადონ უნარები მაღალკონკურენტულ საერთაშორისო გარემოში.

 

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა საფეხურის და სპეციალობის სტუდენტს. დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ შექმნან გუნდები და დარეგისტრირდნენ კონკურსში. 

 

პროგრამის სტრუქტურა: 

 

  • 26-28 თებერვალი - I ონლაინ სესია
  • 5-7 მარტი - II ონლაინ სესია
  • 12-14 მარტი - III ონლაინ სესია
  • 10-11 აპრილი - ფინალური შეხვედრა პარიზში

 

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს. რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 14 თებერვალი, 2026. 

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამა არ არის დაფინანსებული და ყველა საჭირო ხარჯს ფარავს თავად მონაწილე. 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ბმულს ან დაუკავშირდით პროგრამის კოორდინატორს მოცემულ მეილის მისამართზე: info@TheNegotiationChallenge.org 

 

გისურვებთ წარმატებას!