IESEG School of Management, France - საზაფხულო პროგრამა 2026

25 აპრილი 2026

გაცნობებთ, რომ IESEG მენეჯმენტის სკოლა, საფრანგეთი, (IESEG School of Management, France) აცხადებს სტუდენტების  მიღებას 2026 წლის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის (6-31 ივლისი, 2026).

 

საზაფხულო პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულია შემდეგი კურსები (გთხოვთ აირჩიოთ მხოლოდ ერთი).

 

6 -17 ივლისი, 2026

 

  • ციფრული მარკეტინგის საზაფხულო კურსი;
  • მოდის ბიზნესი;
  • ხელოვნური ინტელექტისა და მდგრადობის საზაფხულო კურსი

 

6 - 31 ივლისი, 2026

 

  • საერთაშორისო საზაფხულო აკადემია

 

2 კვირიანი პროგრამის საფასური კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეადგენს 2,155 ევროს, ხოლო 4 კვირიანი პროგრამის საფასური  შეადგენს - 2,425 ევროს. 

 

პროგრამის ღირებულება მოიცავს:

 

  • ლექციებს და სასწავლო მასალებს;
  • IÉSEG სტუდენტურ ბარათს;
  • პარიზის სატრანსპორტო ბარათს (uncharged);
  • საერთაშორისო საღამოს და 2 კულტურულ აქტივობას

 

პროგრამის ღირებულება არ მოიცავს:

 

  • ავიაბილეთს;
  • აეროპორტში დახვედრა/გაცილებას;
  • დაზღვევას;
  • პირად ხარჯებს

 

აპლიკაციის შესავსებად საჭირო დოკუმენტები:

 

  • ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური GPA- 3.0 (ოთახი A2);  
  • აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2); 
  • მოქმედი პასპორტის ასლი;
  • ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2)
  • CV

 

გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 მაისი, 2026.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ შემდეგი ბმული

 

გისურვებთ წარმატებას!