IMPK-ის კურსი SGH ვარშავის ეკონომიკის სკოლა, 2026

5 მარტი 2026

გაცნობებთ, რომ ვარშავის ეკონომიკის სკოლა (SGH Warsaw School of Economics) აცხადებს სტუდენტების  მიღებას 2026 წლის “Future Leaders” საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროგრამა შექმნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ ლიდერობის უნარ-ჩვევების განვითარება და ბიზნესის მენეჯმენტის შესწავლა. კურსის მთავარი მახასიათებელია ინტენსიური ბიზნეს-სიმულაცია, სადაც სტუდენტები რეალურ დროში აკვირდებიან საკუთარი სტრატეგიული გადაწყვეტილებების შედეგებს.

 

კურსი მოიცავს ხუთ მიმართულებას:

 

  • თანამედროვე ლიდერობა;
  • ბიზნესის ეთიკა და ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხები) მომავალი ლიდერებისთვის;
  • ბიზნესის გლობალური გარემო;
  • ინოვაციური საინვესტიციო პროექტები;
  • ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ბიზნესში

 

კურსში მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ფინანსური შეღავათით, რომელიც მოიცავს:

 

  • სტიპენდიას (750 PLN )
  • ფიქსირებულ თანხას საცხოვრებელი ხარჯებისთვის (3000 PLN)
  • მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას (3000 PLN)

 

პროექტის დაფინანსების წესების გამო, კურსის მონაწილეები ვალდებულნი არიან წინასწარ დააფინანსონ მგზავრობის ხარჯები. სტიპენდიის ანაზღაურება მოხდება ნაღდი ფულით (PLN) SGH-ში ჩასვლისთანავე.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა:

 

  • შეავსონ სააპლიკაციო ფორმა;
  • დაწერონ ინგლისური ენის 18 წუთიანი ტესტი;
  • შეავსონ ლიდერების უნარების ტესტი;
  • ჩაწერონ 1.5 წუთიანი  წარდგენის ვიდეო;
  • წარადგინონ ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური 3.0 GPA (A2 ოთახი);
  • წარადგინონ აქტიური სტუდენტის დამადასტურებელი ცნობა (A2 ოთახი)

 

დოკუმენტების გაგზავნის საბოლოო თარიღი: 28 მარტი, 2026.

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს მოცემულ მისამართზე: abieleck@sgh.waw.pl

 

გისურვებთ წარმატებას!