საერთაშორისო კონფერენცია – CGT 2026

2 ოქტომბერი 2026

EMU University (ტაშკენტი, უზბეკეთი) აცხადებს მიღებას საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „Cultivating Global Talents – 2026: მედიცინის, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და ციფრული ინტელექტის კონვერგენცია მომავლის სპეციალისტის პიროვნების ჩამოყალიბებაში", რომელიც 2026 წლის 31 ოქტომბერს, ტაშკენტში გაიმართება.

 

კონფერენცია ხორციელდება  UNESCO -ს  მშვიდობისა და განვითარების მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავირებით. ის გააერთიანებს პედაგოგებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებსა და ბაკალავრიატის სტუდენტებს უზბეკეთისა და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.

 

კონფერენციის თემებია:

 

  • მედიცინა და მომავლის ჯანდაცვის სპეციალისტების მომზადება
  • პედაგოგიკა და თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიები;
  • ფსიქოლოგია და სოციალური მეცნიერებები;
  • უცხო ენები, ლათინური ენა და ინტერკულტურული კომუნიკაცია;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები, კულტურა, ტურიზმი და ინტერდისციპლინური კვლევები.

 

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა:

 

  • წარადგინონ საკუთარი კვლევები ზეპირი მოხსენებით (ადგილზე ან ონლაინ, Zoom-ის პლატფორმაზე);
  • პოსტერის ფორმატში მომზადებული ნაშრომების წარდგენა
  • გაეცნონ მედიცინის, განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიჯნაზე არსებულ აქტუალურ საკითხებს, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას;
  • დაამყარონ საერთაშორისო აკადემიური და პროფესიული კონტაქტები;

 

მიმოხილვითი ნაშრომები და ლიტერატურის მიმოხილვები გამოსაქვეყნებლად არ მიიღება თუმცა მონაწილეობა (პრეზენტაციის წარდგენა და აბსტრაქტის გამოქვეყნება) უფასოა.

 

მონაწილეებს შეეძლებათ მიიღონ მონაწილის სერტიფიკატი, ხოლო თავიანთ მიმართულებაში საუკეთესო შეფასების მქონე მომხსენებლებმა შეეძლებათ მიიღონ დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები.

 

მნიშვნელოვანი პირობები:

 

  • თითოეული მონაწილე შეიძლება ჩაერთოს მხოლოდ ერთ სექციაში;
  • მოხსენების ხანგრძლივობაა 7 წუთი;
  • ერთ მონაწილეს შეუძლია გამოაქვეყნოს არაუმეტეს ორი თეზისი;
  • მიიღება მხოლოდ ორიგინალური კვლევები. მიმოხილვითი სტატიები და ლიტერატურის მიმოხილვები არ მიიღება.

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ერთ-ერთ მითითებულ ენაზე (უზბეკური, რუსული, ინგლისური) და თეზისი MS Word ფორმატში გამოაგზავნონ მისამართზე: cgtbyemu@gmail.com პოსტერული პრეზენტაციის ფაილი PDF ფორმატში უნდა გაიგზავნოს იმავე მისამართზე.

 

თეზისისა და პოსტერის ფორმატირების დეტალური მოთხოვნები იხილეთ თანდართულ ბმულზე.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ოქტომბერი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ორგანიზატორებს: interdep@emuni.uz ტელ.: +998-55-517-00-07