სიას უნივერსიტეტი,ჩინეთი (Sias University,China) აცხადებს დაინტერესებულ პირთა მიღებას 2026 წლის საერთაშორისო საზაფხულო ბანაკში მონაწილეობის მისაღებად (25 - 30 მაისი).
პროგრამა მოიცავს შემდეგ აქტივობებს:
- ლიდერობის შემსწავლელი პროგრამები;
- ინდუსტრიული ვიზიტები;
- კულტურული მოგზაურობები (თვითანაზღაურებადი);
- ლექციები ჩინეთის ისტორიაზე, კულტურაზე, ეკონომიკაზე, მუსიკაზე და სხვა
ლოკაცია: სიას უნივერსიტეტი, ჟენჯოუ, ჩინეთი.
- პროგრამის საფასური: პროგრამაში მონაწილეობის მიღება, ისევე როგორც
- ტრანსპორტირება პროგრამის ფარგლებში (ჩინეთის ტერიტორიაზე) და საცხოვრებელი კავკასიის
- უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის უფასოა. (არის მხოლოდ 2 ადგილი)
მონაწილეები თავად ფარავენ მგზავრობის ხარჯებს.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა აქტიურმა სტუდენტებმა , შემდეგი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:
- ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა; (A2 ოთახი)
- ნიშნების ფურცელი (მინიმალური კუმულაციური GPA უნდა შეადგენდეს 3.0-ს; A2 ოთახი);
- პასპორტის ასლი
ნებაყოფლობითი კულტურული ტური
ზაფხულის ბანაკის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეუძლიათ სურვილის შემთხვევაში შეუერთდნენ კულტურულ ტურს ლუოიანში, სიანსა და პეკინში, რომელიც გაიმართება 2026 წლის 31 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით.
ღირებულება: 798 აშშ დოლარი (all-inclusive)
რეგისტრაციის საბოლოო ვადა: 12 მარტი, 2026.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: iaup@sias.edu.cn
გისურვებთ წარმატებას!
