იშტეს ბიზნესის სკოლა - საზაფხულო სკოლა 2024

12 თებერვალი 2024

დაიწყო იშტეს ბიზნესის სკოლის, პორტუგალია (ISCTE Business School, Portugal), რიგით 21-ე, 2024 წლის საზაფხულო სკოლის პროგრამაზე დაინტერესებულ სტუდენტთა განაცხადების მიღება.

 

იშტეს ბიზნესის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს 12 საინტერესო და ინტერაქციულ ლექციას, რომლებსაც წარუძღვებიან ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები და ასევე მოწვეული ლექტორები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან.

 

შემოთავაზებულ ლექციებსა და თარიღებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ ბმულს.

 

აპლიკაციის პროცესისა და საზაფხულო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია აქ.

 

პროგრამის ღირებულება კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის:1000 ევრო


ღირებულება მოიცავს:

 

  • კურსის საფასურს;
  • კურსისმასალებს;
  • უნივერსიტეტისბიბლიოთეკის, კომპიუტერების ლაბორატორიებისა და სხვა
  • სივრცეების გამოყენებას;
  • მისასალმებელლანჩსა და გამოსამშვიდობებელ სესიას;
  • ნიშნებისფურცელს ან სერტიფიკატს.

 

პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მგზავრობისა და საცხოვრებელი ხარჯები.

 

მოგმართავთ თხოვნით, პროგრამაზე განაცხადის გაგზავნის ან/და მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღების შემთხვევაში, აუცილებლად გვაცნობოთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რათა დროულად მომზადდეს წინასწარი შესაბამისობის ფორმა რელევანტური სკოლის ჩართულობით.

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მითითებულ ბმულებს, სადაც ხელმისაწვდომია დეტალური ინფორმაცია სააპლიკაციო პროცესის, აპლიკაციის გაუქმების პოლიტიკისა და კურსის სილაბუსის შესახებ.

 

კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ პროგრამის ორგანიზატორებს შემდეგ მისამართზე: short-term.ibs@iscte-iul.pt

 

გისურვებთ წარმატებას!