გაცნობებთ, რომ KEDGE Business School (Marseille & Paris) აცხადებს სტუდენტების მიღებას საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული კურსების და თარიღების სანახავად გთხოვთ იხილოთ ბროშურა.
პროგრამის ხანგრძლივობა არის ერთი კვირა.
პროგრამის ღირებულება:
- ერთი კურსის არჩევის შემთხვევაში პროგრამის ღირებულება შეადგენს 1000 ევროს;
- ორი კურსის არჩევის შემთხვევაში - 1800 ევროს;
- სარეგისტრაციო გადასახადი - 100 ევრო
რეგისტრაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს.
პროგრამის ღირებულებაში შედის:
- კურსები და სასწავლო მასალები;
- სერტიფიკატი;
- 1 ლანჩი და 1 ჯგუფური სადილი;
- ბიზნეს ვიზიტები და კულტურული გასვლები
პროგრამის ღირებულებაში არ შედის:
- ავიაბილეთები, დაზღვევა, საცხოვრებელი, პირადი ხარჯები.
დამატებითი ინფორმაციის სანახავად გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.
გისურვებთ წარმატებას!
