გაცნობებთ, რომ გამოცხადდა პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა (The Lane Kirkland Scholarship Program) 2025/26 აკადემიური წლისათვის.
პროგრამა ითვალისწინებს ორსემესტრიან სწავლას, პოლონეთის ოთხი აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში: ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.
სასწავლო მიმართულებების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს.
დაფინანსება მოიცავს როგორც სამგზავრო, საცხოვრებელი და სადაზღვევო ხარჯების ანაზღაურებას, ასევე ყოველთვიურ სტიპენდიას.
პროგრამაში მონაწილეობისთვის აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
• ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი;
• მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
• კანდიდატი უნდა იყოს სამიზნე ქვეყნებიდან ერთ-ერთის მოქალაქე (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი);
• კანდიდატი უნდა იყოს 40 წლამდე.
• ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 და პოლონური ენის ცოდნა საბაზისო (A1) დონეზე.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადის ფორმა მითითებულ ფორმა.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 1 მარტი, 2025.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამების
კოორდინატორებს მეილზე: kirkland@kirkland.edu.pl
გისურვებთ წარმატებას!