ლატვიის სახელმწიფო სტიპენდიები 2026/2027

23 მარტი 2026

გაცნობებთ, რომ ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო 2026-2027 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისთვის აცხადებს სტიპენდიებს ლატვიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისთვის.

 

დაინტერესებულმა პირებმა ელექტრონულად უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • სტუდენტის ცნობა (A2 ოთახი);
  • CV;
  • სამოტივაციო წერილი;
  • ბოლო ორი სემესტრის ტრანსკრიპტი (A2 ოთახი);
  • 2 სარეკომენდაციო წერილი;
  • სასწავლო გეგმის ფორმა;
  • უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აპლიკანტი უნდა დარეგისტრირდეს სისტემაში, შეავსოს ონლაინ განაცხადი და შემდგომ ატვირთოს საჭირო დოკუმენტები

 

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა და ხანგრძლივობა:

 

  • ბაკალავრებისთვის - 500 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
  • მაგისტრებისთვის 600 ევრო, ხანგრძლივობა - 10 თვე;
  • დოქტორანტებისთვის 700 ევრო, ხანგრძლივობა - 11 თვე

 

სააპლიკაციო პროცესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ ეწვიეთ მოცემულ გვერდს.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მოცემულ მისამართზე: scholarships@viaa.gov.lv 

 

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 1 აპრილი.


გისურვებთ წარმატებას!