გამოყენებით სოციალურ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ლიეტუვა (SMK University of Applied Sciences, Lithuania) იღებს დაინტერესებულ პირთა განაცხადებს ლიეტუვური ენისა და კულტურის შემსწავლელ საზაფხულო კურსებში მონაწილეობის მისაღებად.
კურსის ხანგრძლივობა: 1 ივლისი - 30 ივლისი, 2026.
შერჩეული აპლიკანტები მიიღებენ დაფინანსებას 962 ევროს ოდენობით.
პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება ფრენისა და საცხოვრებლის ხარჯები.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- საბაკალვრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.
- უმაღლესი სასწავლებლების ან კვლევითი დაწესებულებების ლექტორებსა და მკვლევარებს.
საჭირო დოკუმენტები:
- სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (A2 ოთახი);
- სარეკომენდაციო წერილი;
- სამოტივაციო წერილი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე, 2026 წლის 18 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და საჭირო დოკუმენტების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს, ან დაუკავშირდეთ პროგრამის ორგანიზატორებს ელექტრონულ მისამართზე: donata.dulke@smk.lt
გისურვებთ წარმატებას!
