Erasmus+ დაფინანსებადი გაცვლითი პროგრამა “PEERS International Credit Mobility”

22 თებერვალი 2021

გაცნობებთ, რომ მინჰოს უნივერსიტეტი, პორტუგალია (University of Minho, Portugal), კონსორციუმის ორ პარტნიორთან ერთად: ავეიროს უნივერსიტეტი (University of Aveiro), და ევორას უნივერსიტეტი (University of Evora), აცხადებს მიღებას “PEERS International Credit Mobility” ოთხთვიან დაფინანსებად გაცვლით პროგრამაზე.

 

მობილობის განსახორციელებლად, პრიორიტეტის მიხედვით განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სამ უნივერსიტეტზე 2021 წლის შემოდგომის ან 2022 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, შემდეგ აკადემიურ მიმართულებებზე: Tourism, Journalism, PR.

 

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია რომ ირიცხებოდეთ კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე. განაცხადის წარსადგენად სტუდენტმა მინჰოს უნივერსიტეტის სააპლიკაციო  პორტალზე უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე:

 

  1. პასპორტის ასლი;
  2. CV (EUROPASS ფორმატში)
  3. ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IETLS 6.0 ან TOEFL-78);
  4. სამოტივაციო წერილი;
  5. სტუდენტის ცნობა (Student Enrollment Certificate);
  6. ნიშნების ფურცელი (Transcript of Records);
  7. Learning Agreement (საგნების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი).

 

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ პროგრამაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, თქვენი მინიმალური GPA უნდა შეადგენდეს 3.0-ს და აუცილებლად უნდა წარმოადგინოთ უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

იმ შემთხვევაში, თუ არასრულად წარადგენთ სააპლიკაციო დოკუმენტაციას, თქვენს მიერ შევსებული აპლიკაცია არ დაექვემდებარება განხილვას.

 

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ Learning Agreement-ზე უნდა მიიღოთ თქვენი ფაკულტეტიდან დასტური, რაც ნიშნავს იმას, რომ სკოლამ უნდა გასცეს ხელმოწერილი თანხმობა შესაძლო მობილობასა და საგნების თავსებადობაზე.  იმისათვის,  რომ განისაზღვროს საგნების თავსებადობა, უნდა მიმართოთ ფაკულტეტს (პროგრამების ხელმძღვანელს). Learning Agreement-ი, რომელსაც არ ექნება სკოლის ხელმოწერა, არ ექვემდებარება განიხილვას.

 

განაცხადის შევსებამდე, გთხოვთ, გაეცნოთ Application Guide-ს მოცემულ ბმულზე.

 

სტუდენტის პროგრამაში მონაწილეობისა და გრანტის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მინჰოს უნივერსიტეტი.

 

PEERS პროგრამაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მოცემულ ვებ-გვერდზე. აპლიკაციის შევსებისა და დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადაა 12 მარტი, 2021.

 

პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტს, მეორე საერთული, B25.