გაცნობებთ, რომ ლუბლიანას უნივერსიტეტის, სლოვენია (University of Ljubljana, Slovenia) ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლა აცხადებს მიღებას ონლაინ სადოქტორო ზამთრის სკოლის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, დარგის სპეციალისტებს. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გამოცდილება გაუზიარონ სხვა ქვეყნის უნივერსიტეტებისა და დაწესებულებების წარმომადგენლებსა და მონაწილეებს.
პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული კურსები ჩატარდება მოცემულ თარიღებში - 10-14 თებერვალი, 2025:
- გამოყენებული დრო და ანალიზი STATA და R-ით;
- ეკონომიკის ფსიქოლოგია;
- მონაცემთა მეცნიერების შესავალი Python-ით;
- მიზეზობრივი დასკვნის მეთოდები პანელური მონაცემებით;
- მრავალდონიანი ანალიზი;
- სამეცნიერო წერის ოპერაციული სისტემა;
- სამეცნიერო კვლევის პროცესი.
შემოთავაზებული პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციის გასავლელად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს.
აპლიკაციის დედლაინი: 31 იანვარი, 2025.
კურსები ჩატარდება ერთსა და იმავე თარიღებში, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაესწრონ მხოლოდ ერთ კურსს. თითო კურსის ღირებულება შეადგენს 600 ევროს.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლუბლიანას უნივერსიტეტის საკონტაქტო პირს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: short.programmes@ef.uni-lj.si
გისურვებთ წარმატებას!