გაიარე რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლითი პროგრამისთვის, 2027 გაზაფხულის სემესტრი

1 ოქტომბერი 2026

გაცნობებთ, რომ გაიხსნა ონლაინ რეგისტრაცია საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში (Bilateral Exchange) მონაწილეობის მიღების მსურველ სტუდენტთათვის. პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და დეტალები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

რეგისტრაციის გასავლელად, გთხოვთ ეწვიოთ  student.cu.edu.ge - სტუდენტის პლათფორმას და გახსნათ შემდეგი მენიუ, “გამოკითხვები და ფორმები”. პროგრამაში შესვლის შემდგომ, განაცხადის გასაკეთებლად, გთხოვთ აირჩიოთ მენიუ "გაცვლითი პროგრამები". 

 

განაცხადის შევსებისას, სტუდენტს წვდომა აქვს მხოლოდ იმ პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალზე, რომლებთანაც სკოლას (ფაკულტეტს)  აქვს გაფორმებული გაცვლითი ხელშეკრულება და შესაძლებელია მობილობის დაგეგმვა კონკრეტულად 2027 გაზაფხულის სემესტრისთვის.

 

განაცხადი გააკეთეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გსურთ პარტნიორ უნივერსიტეტში გამგზავრება 2027 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.

 

განაცხადის შევსებისას გთხოვთ მიუთითეთ 2026-2027 აკადემიური წელი, სემესტრში კი მონიშნოთ აუცილებლად Spring. გთხოვთ, სრულად შეავსოთ განაცხადის ფორმა, არასრულად შევსებული განაცხადი არ განიხილება.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია ინგლისური ენის საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS - 6.0 \ TOEFL - 78) და მინიმალური კუმულაციური GPA-3.0.

 

კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2026 წლის 23 ოქტომბრის ჩათვლით. 

 

გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია:

 

  • საბაკალავრო საფეხურის მეორე კურსის პირველი სემესტრიდან - დამამთავრებელი კურსის პირველი სემესტრის ჩათვლით ნებისმიერ პერიოდში (მობილობა დამამთავრებელ სემესტრში არ არის შესაძლებელი);
  • სამაგისტრო საფეხურზე- მინიმუმ ერთი დასრულებული სემესტრის შემდგომ, სკოლასთან შეთანხმების საფუძველზე;
  • დოქტორანტურის საფეხურის ნებისმიერი ეტაპზე.


გისურვებთ წარმატებას!