გაცნობებთ, რომ რენის ბიზნესის სკოლა, საფრანგეთი, (Rennes School of Business, France) კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის აცხადებს მიღებას 2026 წლის საზაფხულო პროგრამაზე, რენში.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო, სტუდენტი მხოლოდ იხდის პროგრამის ადმინისტრაციულ მოსაკრებელს, რომელიც შეადგენს - 90 ევროს (რომელიც უკან არ ბრუნდება).
პროგრამის ფარგლებში არ არის დაფინანსებული მგზავრობის, სამოგზაურო დაზღვევის, საცხოვრებლისა და პირადი ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებულია 2 სალექციო კურსი:
- Sustainable Business: 23 ივნისი - 3 ივლისი, 2026;
- Cross-Culture Management: 20 - 29 ივლისი, 2026
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომლებსაც დახურული აქვთ ბაკალავრიატის საფეხურის პირველი წელი.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ შიდა საუნივერსიტეტო შესარჩევ კონკურსში და შემდეგი დოკუმენტები ინგლისურ ენაზე უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით მოცემულ მეილის მისამართზე: ir@cu.edu.ge
- აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (A2 ოთახი)
- ნიშნების ფურცელი, მინიმალური კუმულაციური GPA 3.0 ( A2 ოთახი);
- მოქმედი პასპორტის ასლი;
- ინგლისური ენის B2 დონის დამადასტურებელი ცნობა
აღნიშნული დოკუმენტების მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ A2 ოთახს, პირველი სართული.
დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა - 13 აპრილი, 2026.
გისურვებთ წარმატებას!
