გაცნობებთ, რომ ანჟერის უნივერსიტეტი (University of Angers), საფრანგეთი, აცხადებს მიღებას 2026 წლის საზაფხულო სკოლაში - „კვლევა სამედიცინო ნეირომეცნიერებებში" (Research in Medical Neurosciences).
პროგრამის ხანგრძლივობა: 22 - 26 ივნისი, 2026.
პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებმაც გაიარეს მედიცინის ან ბიოლოგიური მეცნიერებების სპეციალობის სულ მცირე ორი სასწავლო წელი და განიხილავენ სამეცნიერო ან სამედიცინო კვლევითი კარიერის გაგრძელებას.
პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 500 ევროს.
პროგრამის საფასური მოიცავს:
- სასწავლო მასალებს;
- ლანჩს;
- სოციალურ აქტივობებს;
- სატრანსპორტო ბარათს
პროგრამის საფასური არ მოიცავს:
- სამედიცინო დაზღვევას;
- მგზავრობის თანხას;
- საცხოვრებელს;
- კვების ხარჯებს
განაცხადისათვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
- CV;
- სამოტივაციო წერილი;
- აქტიური სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (A2 ოთახი);
- ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონის დამადასტურებელი ცნობა (A2 ოთახი);
- საერთაშორისო პასპორტის ასლი
- ფოტო
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 12 აპრილი, 2026.
განაცხადის შესავსებად ეწვიეთ მოცემულ ბმულს. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამის გვერდი.
გისურვებთ წარმატებას!
