VideoTrain ვორკშოპი: ინტერკულტურული ვილნიუსი - ინტერმედიური ვიდეო

3 თებერვალი 2026

გაცნობებთ, რომ SMK გამოყენებით მეცნიერებათა კოლეჯი, ლიეტუვა (SMK College of Applied Sciences, Lithuania) აცხადებს მედიის სკოლის სტუდენტების მიღებას 1 კვირიან BIP (კომბინირებული ინტენსიური პროგრამა) პროგრამაში “VideoTrain  ვორკშოპი: ინტერკულტურული ვილნიუსი - ინტერმედიური ვიდეო”, მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება  23-27 მარტს, 2026.

 

პროგრამის მიზანია სტუდენტების შემოქმედებითი, ტექნიკური და ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარება  ვიდეოპროდუტების შექმნით. მონაწილეები ვილნიუსს შეისწავლიან როგორც კულტურულ და ვიზუალურ ლაბორატორიას, სადაც ექსპერიმენტებს ჩაატარებენ სხვადასხვა ვიდეოფორმატით, ნარატიული სტილითა და კოლაბორაციული მეთოდებით. სტუდენტები გუნდებში მუშაობისას ასევე ისწავლიან ვიდეოპროექტების დაგეგმვას, გადაღებას, მონტაჟსა და პრეზენტაციას, რომლებიც ასახავს ინტერკულტურულ დიალოგს, ურბანულ თხრობას და თანამედროვე მედიის ესთეტიკას.

 

პროგრამაში მონაწილეობისათვის თითო მონაწილეზე გამოყოფილია დაფინანსება 755 ევროს ოდენობით, რომლითაც შესაძლებელია ვილნიუსში გამგზავრების ან/და ცხოვრების ხარჯების ნაწილობრივ დაფარვა.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კავკასიის უნივერსიტეტის აქტიურმა  სტუდენტებმა, შემდეგი  დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ ინგლისურ ენაზე:

 

  • მოქმედი საერთაშორისო პასპორტის ასლი;
  • EUROPASS CV;
  • ინგლისური ენის, B2 დონის დამადასტურებელი ცნობა უნივერსიტეტიდან (ოთახი A2);
  • ნიშნების ფურცელი, მინინალური კუმულაციური GPA 3.0  (ოთახი A2);
  • სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (ოთახი A2);
  • 1 სამოტივაციო წერილი;
  • 1 სარეკომენდაციო წერილი ფაკულტეტიდან (დეკანი, პროგრამული საგნის ლექტორი)

 

კანდიდატებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით 2026 წლის 12 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge.  

 

შერჩევის პროცედურა:

 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს კავკასიის უნივერსიტეტის საკონკურსო კომისია;
  • გასაუბრების ეტაპი საკონკურსო კომისიასთან (საჭიროების შემთხვევაში);
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მიმღები უნივერსიტეტისათვის;
  • სტუდენტების საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ;
  • მიმღებ უნივერსიტეტს უფლება აქვს ნომინირებულ სტუდენტს მოსთხოვოს დამატებით შიდა კონკურსში მონაწილოების მიღება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს, მეორე სართული, ოთახი B25, ან მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - ir@cu.edu.ge.