ვიშეგრადის საზაფხულო სკოლა, 2026

11 იანვარი

გაცნობებთ, რომ დაიწყო განაცხადების მიღება რიგით 24-ე ვიშეგრადის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად.

 

პროგრამა ჩატარდება 5 ივლისიდან 15 ივლისამდე, კრაკოვში, პოლონეთი.

 

პროგრამა აერთიანებს სტუდენტებს, მკვლევარებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, რათა გაცვალონ იდეები და იმსჯელონ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ გამოწვევებზე.

 

პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან:

 

  • საერთაშორისო ურთიერთობებით;
  • მედიითა და კომუნიკაციებით;
  • საჯარო პოლიტიკითა და მომიჯნავე სფეროებით.

 

პროგრამა მოიცავს ლექციებს, დებატებსა და ვორქშოპებს საერთაშორისო ექსპერტების ხელმძღვანელობით, ასევე სასწავლო ვიზიტებსა და სხვადასხვა აქტივობას. 

 

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ:

 

  • საგანმანათლებლო პროგრამას და მასალებს;
  • სპეციალურ ღონისძიებებს: სასწავლო ვიზიტებს, დასასვენებელ შეთავაზებებს;
  • კრაკოვში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთებს;
  • სრულ განთავსებას ორადგილიან ნომრებში და კვებას.

 

მონაწილეები ფარავენ:

 

  • მგზავრობის ხარჯებს კრაკოვში/კრაკოვიდან;
  • დაზღვევას;
  • რეგისტრაციის საფასურს 155 ევროს ოდენობით.



აპლიკაციის გაგზავნის პროცედურა:


აპლიკაციები მიიღება 2026 წლის 5 აპრილის ჩათვლით, მოცემულ ლინკზე

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს

 

გისურვებთ წარმატებას!