სასარგებლო ინფორმაცია

 

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება 

 

 

მას შემდეგ რაც თქვენ კავკასიის უნივერსიტეტში ჩაირიცხებით „ერაზმუს+“ ის სტუდენტის სტატუსით, ეს იმას ნიშნავს რომ საქართველოში მოდიხართ. ამის გათვალისწინებით, აუცილებელია იცოდეთ რამდენიმე სასარგებლო ინფორმაცია საქართველოში ცხოვრებისა და სწავლის შესახებ.

 

ფაქტები საქართველოს შესახებ:

დედაქალაქი - თბილისი

მთავრობა - საპარლამენტო რესპუბლიკა

ვალუტა - ქართული ლარი (GEL)

ფართობი - 69,700 კმ²

მოსახლეობა - 4,677,401

ოფიციალური ენა - ქართული

რელიგია - მართლმადიდებლური 83.9%, კათოლიკური 1.2%, მუსლიმი 9,9%, სხვა 0.8%, არცერთი 0.7%.

ქვეყნის კოდი - +995

დროის ზონა - UTC +4

 

საქართველო მდებარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვან გზაჯვარედინზე, სადაც ევროპა ხვდება აზიას. საქართველოს აქვს უნიკალური და უძველესი კულტურული მემკვიდრეობა და ცნობილია სტუმართმოყვარეობითა და გასტრონომიული ტრადიციებით. საქართველო წარმოადგენს პეიზაჟებისა და კლიმატების ღირსშესანიშნავ ნაზავს, მაღალმთიანი მწვერვალებიდან დაწყებული, მევენახეობის ხეობებსა და შავი ზღვის აყვავებული კურორტებით დამთავრებული. საქართველო არის განვითარებადი, მაგრამ სწრაფად გაუმჯობესებადი ქვეყანა, როგორც დანაშაულის, ასევე კორუფციის ძალიან დაბალი დონით. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, არის თბილისი. თბილისი ცნობილია თავისი ძველი ქალაქის მრავალფეროვანი არქიტექტურითა და ლაბირინთის მსგავსი ქვაფენილი ქუჩებით. 

 

საერთაშორისო სტუდენტთა სახელმძღვანელო.