კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი ინჰოლანდის უნივერსიტეტში

26 სექტემბერი 2023

25 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას  ხელმძღვანელობით  ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტს ეწვია. 

 

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საგანმანათლებლო სემინარში, რომელშიც მონაწილეობას 18 ქვეყნის 50 ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა. 


კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან პარტნიორ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ, უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით-ირენა მელუა, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირეტქორი-ქეთევან კარბაია და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარატმენტის დირექტორის მოადგილე-ანი თავართქილაძე. 


აღსანიშნავია, რომ ინჰოლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან კავკასიის უნივერსიტეტი 2019 წლიდან აქტიურად თანამრომლობს ერაზმუს+ ის კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესის, სამართლისა და ტურიზმის ფაკულტეტებთან. არსებული პარტნიორობის ფარგლებში არაერთი მობილობა განხორციელდა წარმატებით, როგორც სტუდენტების,  ისე აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.