კავკასიის ბიზნესის სკოლის კვლევითი ცენტრი დაარსდა 2023 წელს.
- ცენტრის მისიაა ჩამოყალიბდეს გავლენიან და წარმატებულ კვლევითი ცენტრად ქვეყნის მასშტაბით.
- ცენტრის მიზანია შეიმუშაოს მაღალი ხარისხისა და გავლენის მქონე სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც შეძლებენ აქტუალური გამოწვევების გადაწყვეტას, იქნება ეს საქართველოსთვის თუ საერთაშორისო დონეზე.
- ცენტრის კონცეფცია ეფუძნება შემდეგ აქტივობებს: ა) კვლევების შემუშავება; ბ) სამეცნიერო გრანტების მოზიდვა; გ) კვლევით კონფერენციებში მონაწილეობა; და დ) საჯარო ხილვადობა.
- ცენტრის შემადგენლობა მოიცავს 10 დოქტორის ხარისხის მქონე აფილირებულ პროფესორს.
ცენტრის წევრების მიერ გამოქვეყნდა ექვსი Scopus Q1 დონის სამეცნიერო სტატია. ცენტრის კვლევები დაიბეჭდა ისეთ წამყვან სამეცნიერო ჟურნალებში, როგორებიცაა: Sustainability Accounting, Management and Policy Journal (Emerald, Scopus Q1), Journal of Financial Reporting and Accounting (Emerald, Scopus Q1), International Journal of Auditing (Wiley, Scopus Q1), Journal of Accounting in Emerging Economies (Emerald, Scopus Q1), Journal of International Accounting, Auditing and Taxation (Elsevier, Scopus Q1) და Applied Economic Analysis (Emerald, Scopus Q1).
ცენტრის სახელით მოზიდულ იქნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტურ მეცნიერებათა გრანტები 2023, 2024, და 2025 წლებში.
