2024 წლის ივლისში კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში ამოქმედდა საქართველოს შესწავლელი საერთშორისო კვლევის ცენტრი.
მისი მიზანია, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ორგანიზება, საქართველოს ისტორიული წარსულის, კულტურული მემკვიდრეობის, მულტიეთნიკური და მულტიკულტურული ცივილიზაციის შესწავლა ეროვნულ, რეგიონულ, დასავლეთ/აღმოსავლეთ ევროპის და გლობალურ კონტექსტში; ინტერდისციპლინური კვლევითი ინიციატივების ხელშეწყობა, რომლებიც მიზნად ისახავენ საქართველოს ისტორიულ, კულტურულ და სხვა მნიშვნელობის კვლევას რეგიონალურ, ევროპულ და გლობალურ კონტექტსში. კვლევაზე დაფუძნებული აკადემიური პროგრამების განვითარება, ახალი ცოდნის გაზიარება და დიალოგის წარმოება საქართველოს შემსწავლელი პრობლემატიკის ფართე კონტექსტში (კავკასიის, ევროპული, ეროვნული და სხვ). აღნიშნული მოიცავს ინოვაციურ საგანმანათლებლო გამოცდილების დაგროვებას სემინარების, ვორქშოფების, კონფერენციების, მრგვალი მაგიდების და სხვა ფორმატებში, რომლებშიც ჩართული იქნებიან სტუდენტები, მკვლევარები, სპეცილისტები და სხვ. საერთშორისო პარტნიორობის, ეროვნული და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ცენტრის მნიშვნელობის გაზრდას, რგოროც უნივერსიტეტის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ეს მოიცავს როგორც საქართველოში, ისე ევროპასა და აშშ-ში საუნივერსიტეტო სივრცის ანალოგიურ/რელევანტურ ცენტრებთან კვლევით ინსტიტუტებთან, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვადასხვა კვლევით ქსელებთან ურთიერთთანამშრომლობის ჩამოყალიბებას.
CU-GRC -ის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ძირითადი ფუნქციებია:
- სამეცნიერო საგრანტო პროექტებზე მუშაობა;
- ინტერდისციპლინური კონფერენციის/სიმპოზიუმის გამართვა წელიწადში ერთხელ/ორ წელიწარდში ერთხელ, რომელშიც თავს მოიყრიან მკვლევარები და სპეციალისტები სხვადასხვა დისციპლინებიდან ისტორიის, კულტურის კვლევები, სახელოვნებათმცოდნეო და სხვა.
- მრგვალი მაგიდის გამართვა, რაც წარმოაჩენს ისტორიულ, კულტურულ და სხვა მნიშნელოვან პრობლემატიკას;
- ინტერდისციპლინური დიალოგის გამართვა კვლევითი ერთობლივი საერთშორისო პროექტების შემუშავებით და კვლევის ინტერნაციოანლზიაციით;
- კვლევაზე დაფუძნებული ახალი აკადემიური პროგრამების შემუშავება;
- სემინარების, ლექციების და ვორქშოფების დაორგანიზება;
- სპიკერების მოწვევა და დისკუსიების, ერთობლივი აქტივობების გამართვა და დაგეგმვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ არა მარტო უნივერსიტეტის, ან ეროვნულ დონეზე ცნობილი აკადემიური სფეროს წარმოამდგენლები, არამედ საერთშორისოდ აღიარებული მეცნიერები, ასევე სტუდენტები, სპეციალიტები და სხვ.
- ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროგრამების ინიცირება მსოფლიოში აღიარებული რელევანტურ კვლევით/საგანმანათლებლო ცენტრენთან ერთად.
CU-GRC ჰყავს ხელმძღვანელი, საერთაშორისო ბორდი:
-
ფილიპ როს ბულოკი - ოქსფორდის უნივერსიტეტის რუსული ლიტერატურისა და მუსიკის პროფესორი. იგი არის რამდენიმე წიგნის ავტორი, მათ შორის ქალურობა ანდრეი პლატონოვის პროზაში (2005), როზა ნიუმარჩი და რუსული მუსიკა მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ინგლისში (2009), და პიოტრ ჩაიკოვსკი (2016). მისი რედაქტირებული კრებულები მოიცავს იან სიბელიუსისა და როზა ნიუმარჩის მიმოწერას, 1906-1939 (2011), მუსიკის სკანდინავიური გარღვევა: ესთეტიკა, მოდერნიზმი და კულტურული გაცვლა, 1890-1930 (2021), სიმღერა ერის მიღმა: თარგმანი, ტრანსნაციონალიზმი, შესრულება (2021), და რახმანინოვი და მისი სამყარო (2022). მისი კვლევები დაფინანსებულია ბრიტანული აკადემიის, გაერთიანებული სამეფოს ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების კვლევითი საბჭოს და ლევერჰულმის ტრასტის მიერ. სხვადასხვა დროს იგი მიწვეული იყო გრენობლში, პარიზსა და პრინსტონში. 2009 წელს მან მიიღო როგორც ამერიკული მუსიკოლოგიური საზოგადოების ფილიპ ბრეტის ჯილდო, ასევე ფილიპ ლევერჰალმის პრიზი თანამედროვე ენების დარგში. https://www.music.ox.ac.uk/people/professor-philip-ross-bullock
-
პიტერ ჯ. შმელცი - Ph.D, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი, მისი სპეციალიზაცია მოიცავს მე-20 და 21-ე საუკუნის მუსიკას. იგი არის ავტორი წიგნებისა: Such Freedom, If Only Musical: Unofficial Soviet Music during the Thaw (ოქსფორდი, 2009); ალფრედ შნიტკეს Concerto Grosso no. 1 (ოქსფორდი, 2019); და ხმოვანი გადატვირთვა: ალფრედ შნიტკე, ვალენტინ სილვესტროვი და პოლისტილიზმი საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში (ოქსფორდი, 2021). მისი ნაშრომები ორჯერ დაჯილდოვდა ამერიკის კომპოზიტორთა, ავტორთა და გამომცემელთა საზოგადოების (ASCAP) დიმს ტეილორ/ვირჯილ თომსონის და ამერიკის მუსიკოლოგიური საზოგადოების ოტო კინკელდეის პრემიებით. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ასევე ჰუმანიტარული მეცნიერებების ეროვნული ფონდის (NEH), ბერლინის ამერიკული აკადემიის, ჯონ საიმონ გუგენჰაიმის მემორიალური ფონდის და ფულბრაიტის პროგრამის (საქართველო) კვლევითი სტიპენდიები. იგი ამჟამად მუშაობს რამდენიმე პროექტზე, მათ შორის უკრაინული მუსიკის შესავალზე (ლია ბეტსტონთან ერთად), წიგნზე საბჭოთა კავშირის გვიანი ექსპერიმენტული მუსიკის შესახებ და ესეების კრებულზე ვალენტინ სილვესტროვის შესახებ.
-
ნანა შარიქაძე - Ph.D, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი(აფილირებული). მისი კვლევები მოიცავს მუსიკალური სფეროების ფართო სპექტრს,მათ შორის მე-20 საუკუნის მუსიკალურ თეატრსა და ოპერას, ექსპერიმენტულმუსიკას, პოლიტიკისა და მუსიკის ურთიერთქმედებას, ქართულ მუსიკასა და საბჭოთამუსიკას. მისი ამჟამინდელი სამეცნიერო საქმიანობა ფოკუსირებულია საბჭოთამუსიკაზე, განსაკუთრებით კოლონიზაციისა და დეკოლონიზაციის დისკურსებზემუსიკალურ და კულტურულ კონტექსტში. 2023 წელს მან დაწერა მონოგრაფია AnIntroduction to Georgian Art Music: Sense-Making through Music, რომელიც გამოიცაCambridge Scholars Publishing-ის მიერ. 2019-დან 2023 წლამდე დოქტორი შარიქაძე იყოთბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (2019-2024). 2024 წელს მასმიენიჭა ფულბრაიტის სტიპენდია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში და DAADსტიპენდია 2012 წელს UDK ბერლინში. 2022 წელს მან მიიღო პოლონეთის კულტურისადა ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს Zasłużony Kulturze Gloria Artis-ისვერცხლის მედალი და გახდა პირველი ქართველი, რომელიც ამ ჯილდოთი აღიარებულიქნა კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.