11 და 12 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, აბიტურიენტებისთვის კონკურსი „არქიტექტონი“ გაიმართა.
პირველ ეტაპზე კონკურსის მონაწილეებს მასტერკლასი ჩაუტარდათ, თემაზე „არქიტექტურა, როგორც პროფესია“, ასევე მიეცათ პრაქტიკული დავალება, რომელიც კონკურსანტებმა მეორე ეტაპზე ჩანახატის, მაკეტის და სქემებისა სახით წარადგინეს.
გუნდებს მენტორობა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა - ლუკა ქობალიამ, ნათია ჭეიშვილმა და პროგრამის ხელმძღვანელმა - მარიამ მენაბდემ გაუწიეს. მენტორებმა აბიტურიენტებს სამუშაო პროცესში საჭირო რჩევები და რეკომენდაციები მისცეს.
ნაშრომები შესრულების, კონცეფციის გამართულობისა და პრეზენტაციის უნარების გათვალისწინებით, სპეციალურად მოწვეულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს.
კონკურსის გამარჯვებულებს კავკასიის უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები გადაეცათ.
I ადგილზე გასულ გუნდს 8 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
II ადგილზე გასულ გუნდს 6 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
III ადგილზე გასულ გუნდს 4 000 ლარიანი სასწავლო ვაუჩერი
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ მხოლოდ XII კლასის მოსწავლეებისაგან დაკომპლექტებულ გუნდებს.