27 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, არქიტექტურის სტუდიის ორგანიზებით, არქიტექტორ რუსუდან ტყემალაძის საჯარო ლექცია თემაზე: ,,არქიტექტურული სტილები და მათი ცვლილების გამომწვევი ტენდენციები” გაიმართა.
მოწვეულმა სპიკერმა სტუდენტებთან ერთად განიხილა არქიტექტურული მიმართულებები ანტიკურიდან თანამედროვე პერიოდამდე.
ასევე, შედგა რუსუდან ტყემალაძის სადებიუტო წიგნის პრეზენტაციაც, რომელიც გათამაშების სახით საჩუქრად არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტს გადაეცა.