არქიტექტურის პროგრამის კურსდამთავრებულების სადიპლომო ნამუშევრების დაცვა

30 ივლისი 2021

 

20 ივლისს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის არქიტექტურის პროგრამის პირველი გამოშვების სტუდენტების, სადიპლომო ნამუშევრების დაცვა გაიმართა.

 

სტუდენტებმა არქიტექტურული პროექტები კომისიის წინაშე წარადგინეს.

 

დიპლომების დაცვას ესწრებოდნენ კომისიის წევრები, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორები - გოჩა ბზეკალავა, გიორგი ლოთიშვილი, მარიკა ფოჩხუა, ზურაბ მათიაშვილი, მარიამ მენაბდე და გიორგი წანაწყენიშვილი.

 

მნიშვნელოვანია, რომ არქიტექტურის პროგრამამ წელს პირველად გამოუშვა კურსდამთავრებულები, რომლებმაც ნაშრომები კომისიის წინაშე წარმატებით დაიცვეს.