23 ივლისს, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის სტუდენტების საბაკალავრო ნაშრომების დაცვა გაიმართა.
სტუდენტებმა ნაშრომები წარადგინეს პორტფოლიოსა და გაჯეტების სახით.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ასევე, ქულებისა და მაღალი GPA-ის გათვალისწინებით შეირჩა ორი საბაკალავრო ნაშრომი, (ელისაბედ ნაცვლიშვილისა და ანა ლომიძის) რომლებიც გაიგზავნა RIBA president medal ნომინაციაზე.
კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ: გოჩა ბზეკალავა,გიორგი ლოთიშვილი,დავით დანელია,ვლადიმერ აბრამიშვილი,ვლადიმერ აფანასიევი,გვანცა ხელაძე,ნიკოლოზ მაღალაშვილი,დადუნა შათაშვილი,ალექსანდრე ჩუბინიძე,გიორგი წანაწყენაშვილი,უჩა უჩავა და მარიამ მენაბდე.