CSA-ის თანამშრომლობის მემორანდუმი 9 კომპანიასთან

13 მარტი 2023

13 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა 9 კომპანიასთან, როგორც კერძო სექტორიდან, ასევე საგანმანათლებლო ცენტრებთან და კავშირებთან.

 

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ასევე პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლებმა. ესენი  არიან:

 

  1. „ქომ ჰაივი“ - მარიამ ჭანჭალეიშვილი
  2. „MUA Architecture & Placemaking“ - დევი ქიტუაშვილი
  3. “DMARK” - ვლადიმერ აბრამიშვილი
  4. „ESCO-C” - გვანცა ხელაძე
  5. „მწვანე მშენებლობის საბჭო საქართველოში“ - ლევან ნათაძე
  6. „საქართველოს არქიტექტორთა კავშირი“ - ნუგზარ ხვედელიანი
  7. „სითი ინსტიტუტი-საქართველო“ - მამუკა სალუქვაძე
  8. „ჩეხეთის ცენტრი თბილისში“ – Ivana Bursikova
  9. „თბილისის არქიტექტურის, დიზაინის და შემოქმედებითი ინდუსტრიის ცენტრი“ - ლენა კილაძე

 

მემორანდუმი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებას და სტაჟირებას პარტნიორ კომპანიებში, ასევე კომპანიების ჩართულობას პროგრამის განვითარებასა და სამომავლოდ საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.

 

ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა.