7 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, გამოფენა “ჩეხური პრემია არქიტექტურაში” გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული გამორჩეული რეკონსტრუქციის პროექტები, რომელიც სხვადასხვა პერიოდით თარიღდება.
აღსანიშნავია, რომ გამოფენის გახსნას ესწრებოდა ჩეხეთის კონსული - ანი საგინიანოვა.
გამოფენა გახსნა და წარმართა „ჩეხეთის ცენტრი თბილისში“ დირექტორმა - ივანა ბურსიკოვამ.
გამოფენა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლისა და “ჩეხეთის ცენტრი თბილისში” ორგანიზებით ტარდება და 2 კვირის განმავლობაში უმასპინძლებს CU.