ღვინის ეტიკეტების გამოფენა

16 ივლისი 2024

15 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გრაფიკული დიზაინის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.

 

გამოფენაზე მოწვეულნი იყვნენ სტუმრები სხვადასხვა სფეროდან. სტუდენტები ნახევარი სემესტრის განმავლობაში მუშაობდნენ ღვინის ეტიკეტების შექმნაზე. პროცესი დაიწყო ღვინის მაღაზია "ციცქა"-ში სტუმრობით და ქართული ღვინის ეტიკეტების გაცნობით.

 

დავალების მიხედვით სტუდენტებს უნდა გადაეფუთათ 5 არსებული ქართველი ნატურალისტი მეღვინის ეტიკეტი. პროცესის განმავლობაში, ასევე, ჩატარდა კალიგრაფიის და ლეთერინგის ვორკშოპები, იმუშავეს ბრენდის იდენტობის და ლოგოტიპის შექმნაზე. საბოლოო დავალება კი იყო ეტიკეტების დაბეჭდვა, რითაც დასრულებული სახე მისცეს პროდუქტს.

 

შედეგად მივიღეთ 5 ბრენდის მრავალი დიზაინ ვარიაცია, ყველას შედეგი საკმაოდ განსხვავებული და გამორჩეული იყო.

 

დასასრულს ღვინის მაღაზია "ციცქა"-ს მეპატრონემ გამოფენის გამორჩეული მონაწილეები დაასაჩუქრა.