არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის პრაქტიკული ლექცია გაიმართა

19 სექტემბერი 2020
19 სექტემბერს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის არქიტექტურის პროგრამის მე-3 და მე-4 კურსელებს პრაქტიკული სამუშაო "აზომვები" ჩაუტარდათ.
 
პრაქტიკული ლექცია ინტერიერის დიზაინის კურსის ფარგლებში მოეწყო. სტუდენტებმა არსებული ფართი აზომეს და  ფურცელზე გადაიტანეს, რის შემდეგაც ერთმანეთის შესრულებული ნახაზების განხილვა და მათ შესახებ დისკუსია გაიმართა.
 
ლექციაზე მომდევნო კვირის პრეზენტაციის თემები დარიგდა.