6 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, არქიტექტორ ალექსანდრე ჩუბინიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: ,,თანამედროვე ქართული არქიტექტურის საყურადღებო სიგნალები და სიმბოლოები".
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულმა სპიკერმა განიხილა თანამედროვე ქართული არქიტექტურის გამოწვევები და ტენდენციები.შეხვედრა ორ ნაწილად წარიმართა: ლექცია და დისკუსია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც. დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.