5 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, CSA-ის სტუდენტებისთვის ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: "ფიზიკური არქიტექტურული მოდელების მნიშვნელობა პოსტციფრულ სამყაროში".
ლექცია ჩაატარა ბრიტანეთის Norwich University of Arts-ის პროფესორმა იულიანა-ლენა გავრილიმ.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, რომ ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ. ასევე, მოეწყო არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების მაკეტების გამოფენა.