გრაფიკული დიზაინის პროგრამის სტუდენტებისთვის კალიგრაფიის ასოციაციაში ვორკშოპი გაიმართა.
დავით მაისურაძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ კალიგრაფიის ვორკშოპზე სტუდენტებმა მელნის მაგივრად წითელი ღვინო გამოიყენეს და ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი დაწერეს. ისტორიულად ღვინოს ხშირად გამოიყენებდნენ, როგორც საწერ მასალას.
ამჟამად სტუდენტები შეისწავლიან ტიპოგრაფიას და ლეიაუთს, ღვინის ეტიკეტების რებრენდინგისთვის.