3-4 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კავკასიის უნივერსიტეტისა და კომპანია “Esco-S•ესკო-ესი”-ის ინიციატივით ჩატარდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო საჯარო ლექციები, სემინარი/ვორქშოფი, გარემოსდაცვითი თავისუფალი აქტივობები.
ღონისძიება მიზნად ისახავდა „მწვანე“ უნარ-ჩვევების და ტექნოლოგიების ერთობლიობის გაცნობის კუთხით სტუდენტების ცოდნის ამაღლებას, მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების დაცვის პერსპექტივების განხილვას მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების და გენერალური გეგმის საკითხებზე მსჯელობის კონტექსტში.
ღონისძიებაში ჩართულნი იყვნენ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, პროგრამაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალი, ასევე მოწვეულნი იყვნენ ლიდერთა სკოლის სტუდენტები.
ღონისძიების პირველ დღეს კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიება ტექნოლოგიების სკოლის დეკანმა შოთა ნიჟარაძემ გახსნა. ამ დღის ფარგლებში ლიდერთა სკოლის სტუდენტები შეხვდნენ კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს. განიხილეს მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული წყლის რესურსების დაცვის პერსპექტივები. ასევე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმების და გენერალურ გეგმების საკითხებზე.
ვორქშოფზე სტუდენტებმა წარმოადგინეს ბაზალეთის ტბის წყალშემკრებ აუზში განსათავსებელი კრეატიული საინფორმაციო ბანერების რამდენიმე კონცეფცია.
ღონისძიების მეორე დღეს ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრმა უმასპინძლა, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტის, საქართველოს მწვანეების და ლიდერთა სკოლის ჩართულობით გაიმართა ერთობლივი თემატური კონფერენცია - „განათლება მდგრადი განვითარებისათვის“. განათლება მდგრადი განვითარებისათვის- საქართველოს წყალშემკრები აუზების მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული განვითარება- ასეთი იყო ღონისძიების სლოგანი.
კონფერენცია პარტნიორებთან ერთად რამდენიმე ძირითადი პრობლემების გადაწყვეტაზე მსჯელობას მიეძღვნა.
სტუდენტებმა წარმოადგინეს ბაზალეთის ტბის წყალშემკრებ აუზში განსათავსებელი კრეატიული საინფორმაციო ბანერების რამდენიმე კონცეფცია.
- დაიცავი ბიოსფერო დაიცავ ჯანმრთელობას
- არა ხმაურით და შუქდაბინძურებას
- გაეცანი გარემოსდაცვით რეგულაციებს
- გააშარჟე დამბინძურებელი
ვორქშოპის მონაწილეები და მხარდამჭერები იყვნენ:
საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები
სითი ინსტიტუტი საქართველო
არქსტუდიო პროექტი
მოდერატორები: არქიტექტურის პროგრამის პროფესორები მარიკა ფოჩხუა და გვანცა ხელაძე.