პროგრამის მიმოხილვა

პროგრამა არის პირველი 3 წლიანი სახელოვნებო საბაკალავრო პროგრამა საქართველოში. სტუდენტი შეისწავლის ინტერიერის დიზაინისათვის საჭირო კომპიუტერულ პროგრამებს, უახლეს მიდგომებსა და ტექნოლოგიურ საშუალებებს, ასევე, ინტერიერის დიზაინში არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, შეძლებს სხვადასხვა მიმართულებისა და ფუნქციის მატარებელი სივრცეებისთვის ინტერიერის დიზაინის შექმნას ტექნიკური მახასიათებლების მომზადებასა და სრული პროექტის მომზადებას.

 

ინტერიერის დიზაინის 3 წლიანი  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:

 

  • სტუდენტს მისცეს ფართო ცოდნის დემონსტრირების შესაძლებლობა დიზაინის თეორიასა და დიზაინთან დაკავშირებული აკადემიური სფეროების შესახებ, რასაც წარმატებით გამოიყენებს პრაქტიკულ საქმიანობაში.
  • სტუდენტმა მიიღოს კვლევაზე დაფუძნებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რის საფუძველზეც შეძლებს ინტერიერის დიზაინის აუცილებელი ტექნიკური საშუალებების თავმოყრას და ერთიანობაში მოყვანას.
  • სტუდენტმა მოამზადოს ინტერიერის დიზაინის სფეროში კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური სპეციალისტი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი მიიღებს კვალიფიკაციას: ხელოვნების ბაკალავრი ინტერიერის დიზაინში.