პროგრამის ხანგრძლივობა:
3 წლიანი ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა გულისხმობს პირველ და მეორე წელს საქართველოში სწავლას, ქართველი და უცხოელი პროფესორების მიერ, ხოლო მესამე წელს სტუდენტი სწავლას აგრძელებს ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტში (აშშ).
პროგრამის უნიკალური მხარეები:
- ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა, ორი უნივერსიტეტის დიპლომი;
- 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში;
- უცხოელი და ქართველი მაღალკვალიფიციური ლექტორები.
სწავლების ენა: ინგლისური
მისანიჭებელი ხარისხი: ხელოვნების ბაკალავრი გრაფიკულ დიზაინში; (ჯამურად სტუდენტმა უნდა გაიაროს 200 კრედიტი: 150 კავკასიის უნივერსიტეტში, ხოლო 50 კრედიტი ნიუ-ჯერსი სითი უნივერსიტეტში, აშშ).
