17 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, განათლების სკოლის პირველი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I - VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა.
აღნიშნული კონფერენცია გულისხმობდა საუკეთესო კვლევითი ნაშრომის გამოვლენას. სპეციალურად დაკომპლექტებული ჟიურის წევრების მიერ შეირჩა ცირა კახელიშვილისა და ნინო სეთურიძის კვლევითი ნაშრომი, რომლის თემაც იყო: ,,მშობლის მიმღებლობა ინკლუზიურ განათლებაში."