2022 წლის 1 დეკემბერს, 16:00 საათზე, ონლაინ ფორმატში გაიმართება განათლების პოლიტიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვა, რომელიც განათლების ინტერდისციპლინური უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს მიერ არის შემუშავებული კავკასიის უნივერსიტეტის ინიცირების საფუძველზე.
დოკუმენტის გასაუმჯობესებლად,წინადადებების მიღება და სხდომაზე დამსწრეთა რეგისტრაცია იწარმოებს 29 ნოემბრის 18:00-ის ჩათვლით, მოცემულ ბმულზე დარეგისტრირებულ პირებს, საჯარო განხილვაზე დასასწრები ბმული, გაეგზავნებათ სხდომამდე 1 დღით ადრე.
დაინტერესებულ პირებს, შეკითხვების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კვალიფიკაციების განვითარების სამსახურის თანამშრომელს- ნინო გოგლიჩიძეს, შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: n.goglichidze@eqe.ge , s.gaprindashvili@eqe.ge
დარგობრივი მახასიათებლის პროექტი იხილეთ ბმულზე
კავკასიის უნივერსიტეტის განათლების სკოლა, მიესალმება განათლების სისტემაში ჩართული მაქსიმალურად ყველა ინტერესთა ჯგუფის მონაწილეობას, განათლების პოლიტიკის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლის პროექტის საჯარო განხილვის პროცესში.