ონლაინ ლექციების კურსი: „ჰუმანური პედაგოგიკის შესავალი“

12 თებერვალი 2021

26 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით, კავკასიის განათლების სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგნმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ამონაშვილის აკადემიასთან პარტნიორობით, ჩატარდა ონლაინ ლექციების კურსი: „ჰუმანური პედაგოგიკის შესავალი“.

 

ონლაინ შეხვედრები პედაგოგიკის პროგრამის სტუდენტებისთვის იყო განკუთვნილი და მას მოქმედი პედაგოგები და სხვადასხვა სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 


ონლაინ ლექციებს უძღვებოდნენ: შალვა ამონაშვილი - ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და პაატა ამონაშვილი-ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი.


ლექციები ჩატარდა 2 თემატური ჯგუფის სახით:

 

  1. ამონაშვილის გაკვეთილები


26 იანვარი - ლექცია 1. რა არის ჰუმანური პედაგოგიკა?
27 იანვარი - ლექცია 2. რა არის თანხმობის ფსიქოლოგია?
2 თებერვალი - ლექცია 3. ბავშვი ოჯახში და ბავშვი სკოლაში
3 თებერვალი - ლექცია 4. დისტანციური, ანუ ონლაინ სწავლება

 

  1. ჰუმანური პედაგოგიკის პრაქტიკა


8 თებერვალი - ლექცია 5. ბავშვები თანამედროვე სამყაროში - პედაგოგიკის გამოწვევები.
9 თებერვალი - ლექცია 6. ჰუმანური პედაგოგიკის მასწავლებელი.


სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: