პანელური დისკუსია - „ საკვანძო კომპეტენციები - საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე’’

29 ივლისი 2023

28 ივლისს, პროექტის ფარგლებში პანელური დისკუსიების ციკლი თემაზე „ქვეყნის განვითარება (ეკონომიკა, დემოკრატია, მშვიდობა) და შრომის ბაზარი - პედაგოგიკის გამოწვევები 2023“ მოსწავლე-ახალგაზრდობის  ეროვნულ სასახლეში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე ,,საკვანძო კომპეტენციები - საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების გამოწვევები დაწყებით საფეხურზე.’’ პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს სასკოლო განათლების დაწყებითი საფეხურის სისტემაში ჩართული ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებმა: პედაგოგიკის სტუდენტებმა, სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელმა პედაგოგებმა, მშობლებმა, დირექტორებმა და ასევე დამსაქმებლებმა. მონაწილეებმა წარმოგვიდგინეს თავიანთი მოსაზრებები, გამოცდილება და ხედვები ზემოაღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

 

შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში - მონაწილეებს ჰქონდათ კითხვების დასმისა და კომენტარების გაკეთების საშუალება.

 

პანელური დისკუსიის სპიკერები:

 

  • დამსაქმებელი - თამაზ დაუშვილი, კომპანია „დიო-ს“თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი;
  • დირექტორი - შორენა ხუხუა, სსიპ ქ. მარნეულის #2 საჯარო სკოლის დირექტორი;
  • პედაგოგი - მიმოზა ღოლიჯაშვილი, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლისა და მეცნიერებათა (კერძო) სკოლის სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის მენტორი მასწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2022 წლის საუკეთესო ათეულის წევრი;
  • მშობელი - ნათია ლომთაძე, ქ. თბილისის #55 საჯარო სკოლის მშობელი;
  • სტუდენტი - ნინო სეთურიძ,ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა, კავკასიის უნივერსიტეტი.

 

პანელური დისკუსიის მოდერატორები:

 

  • ალუდა გოგლიჩიძე - კავკასიის განათლების სკოლის დეკანი, აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
  • პაატა პაპავა - კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი;
  • სოფიო ბაჩილავა - ეროვნული სასახლის სასწავლო მეთოდური ცენტრის მეთოდური ხელმძღვანელი.

 

პანელური დისკუსიის ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება კავკასიის განათლების სკოლის ვებ-გვერდზე.