19 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა პროგრამის ,,მომავლის მასწავლებლები’’ პრეზენტაცია.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს საგრანტო პროგრამების კოორდინატორმა სოფო ბზიშვილმა, საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ბერდია ნაცვლიშვილმა და ორგანიზაციის ინგლისური ენისა და გაცვლითი პროგრამების დირექტორმა ნანა იოსელიანი-მეისნერმა პროგრამა წარუდგინეს კავკასიის განათლების სკოლის მასწავლებლის მომზადების პროგრამაში ჩართულ ლექტორებს და მიაწოდეს მათ დეტალური ინფორმაცია პროგრამის მიზნებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
პროგრამას ,,მომავლის მასწავლებლები’’ საქართველოში აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს PH International-ი და მისი მიზანია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერება. პროგრამა ხორციელდება საქართველოში მოქმედ სამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით რომელთა შორისაა კავკასიის უნივერსიტეტი.