დასრულდა პროგრამის ,,მომავლის მასწავლებლების’’ ფარგლებში დაგეგმილი სასწავლო ვიზიტი აშშ-ში. CU-ს მხრიდან სასწავლო ვიზიტში მონაწილეობდნენ კავკასიის განათლების სკოლის დეკანი ალუდა გოგლიჩიძე და კავკასიის განათლების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი სალომე ჩიტორელიძე.
სასწავლო ვიზიტი მოიცავდა შეხვედრებს ამერიკელ ექსპერტებთან ჰარვარდის უნივერსიტეტში, კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ვერმონტის შტატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. კავკასიის განათლების სკოლის წარმომადგენლები ასევე ეწვივნენ ვერმონტისა და ნიუ ჰემპშირის შტატების წამყვან სკოლებს, შეხვდნენ სკოლის ლიდერებს, მენტორ-მასწავლებლებსა და დააკვირდნენ საგაკვეთილო პროცესს.
პროგრამას ,,მომავლის მასწავლებელი’’ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ი და მისი მიზანია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერება ამერიკული განათლების სისტემის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით ვრცლად პროექტის შესახებ.