დაწყებითი პედაგოგიკის წარჩინებულ სტუდენტთა დაჯილდოება

15 თებერვალი 2025

13 თებერვალს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასები) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთა დაჯილდოება.

 

სტუდენტებს სერტიფიკატები გადასცეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და კავკასიის განათლების სკოლის დეკანმა ალუდა გოგლიჩიძემ.

 

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა კავკასიის განათლების სკოლის სტუდენტთა წარმატებისა და კარიერაში შესვლის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია დაწყებითი პედაგოგიკის სტუდენტების სტიმულირება სწავლის პროცესში, მათი მიღწევების წარმოჩენა და კარიერაში მათი პირველი ნაბიჯების მხარდაჭერა.