8 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა განათლების სკოლის რიგით მესამე სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის მიზანია სტუდენტთა კვლევითი პოტენციალის გაზრდა და განათლების სფეროს აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.
მიმდინარე წლის სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის ჟიურის შემადგენლობა იყო შემდეგი: ალუდა გოგლიჩიძე - განათლების სკოლის დეკანი და ასოცირებული პროფესორი, ელენე ბეთლემიშვილი - განათლების სკოლის ასისტენტ-პროფესორი და სალომე ჩიტორელიძე - განათლების სკოლის საგანმანათლებლო პროგრამების ადმინისტრაციული დირექტორი.
სტუდენტურ კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები:
- ანანო ალუღიშვილი და მარიამ კახიძე. გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და სტერეოტიპების გავლენა დაწყებით საფეხურზე მათემატიკის სწავლის პროცესში მოსწავლეთა მოტივაციასა და წარმატებაზე.
- ანი ჯიქია და ნინო ბაიდაშვილი. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებში დისლექსიის იდენტიფიცირება და ხელოვნური ინტელექტის გამოყენება.
- ბელა კილასონია. დაწყებითი კლასების მოსწავლეების დაბალი მოტივაცია მათემატიკაში და მასზე მოქმედი ფაქტორები.
- ნანა ზარნაძე და თეონა სირაძე. მოსწავლეებში ცოდნის ტრანსფერის უნარის დეფიციტი და გაუმჯობესების ეფექტური გზები (მათემატიკის სწავლის მაგალითზე).
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციის საპრიზო ადგილები მიენიჭათ შემდეგ მომხსენებლებს:
- I ადგილი - ნანა ზარნაძე და თეონა სირაძე;
- II ადგილი - ანი ჯიქია და ნინო ბაიდაშვილი;
- III ადგილი - ანანო ალუღიშვილი და მარიამ კახიძე.