პედაგოგთა ტექნოლოგიების კონფერენცია

27 ნოემბერი 2023

18 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, როკო აკადემიისა და კავკასიის განათლების სკოლის მხარდაჭერით, ჩატარდა პედაგოგთა ტექნოლოგიების კონფერენცია, რომელიც მიზნად ისახავდა პედაგოგიური პრაქტიკის გაზიარებას, ტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას სწავლების პროცესში.

 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა 100-მდე დაინტერესებული მოქმედი პედაგოგი და 20-მდე კავკასიის უნივერსიტეტის ზემოთხსენებული საკითხით დაინტერესებული სტუდენტი, კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 10 მომხსენებელი:

 

  • თორნიკე ცირამუა - კომპანია ბილიკის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. თემა: ,,ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ეკომეგობრული პლატფორმა biliki.ai“
  • ნანა ნოზაძე - კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტი, მენტორი მასწავლებელი. თემა: „ელ. რესურსების გამოყენება სასწავლო პროცესში“.
  • გიორგი ახალაია - დოქტორი, კავკასიის კიბერ უსაფრთხოების ცენტრის მკვლევარი, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის ტექნიკური დირექტორი.
  • თემა: "კიბერ ჰიგიენა აკადემიურ გარემოში".
  • ნარგიზი კახაძე - კომპიუტერული ტექნოლოგიების წამყვანი მასწავლებელი. სსიპ ქალაქ თბილისის №70 და №72 საჯარო სკოლის ტექნოლოგიების პედაგოგი.
  • ქეთევან ზაზაშვილი -„ტექნოლოგიების სწავლება სკოლაში, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ გარემოში“
  • ხათუნა რაზმაძე - თემა: „სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდები“
  • ნინო მაჭარაშვილი - საქართველოს უნივერსიტეტის, ელექტრო ინჟინერიის კურსის სტუდენტი - თემა: ,,ვიზუალური პროგრამირების სწავლება არაფორმალურ გარემოში“.
  • დაჩი გრძელიშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის, ელექტრო ინჟინერიის კურსის სტუდენტი, რობოლაბი- სიქას რობოტიკისა და ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრს ტრენერი. თემა: ,,რობოტექნიკის სწავლება, კლუბური მუშაობა სკოლებში“
  • თეა ოქროპირიძე, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ.ხიდისთავის საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი. თემა: კომპლექსური დავალება, საინფორმაციო ბუკლეტის მომზადება თემაზე "ეს საქართველოა".
  • დავით ნოზაძე, როკო აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი. კომპანიის ერთ წლიანი მუშაობის შეჯამება და მისი როლი ტექნოლოგიების სწავლებაში.

 

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს მიესალმა კავკასიის სკოლის დეკანი ალუდა გოგლიჩიძე და შესთავაზა სკოლებს თანამშრომლობა, სასკოლო და საუნივერსიტეტო პროცესების დაახლოების შესაძლებლობები.

 

კონფერენციის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი, მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეცნოთ უნივერსიტეტის ლაბორატორიები, სტუდენტთა მხარდამჭერი ცენტრის საქმიანობა, სტუდენტთა საქმიანობის როლი. აღნიშნული ფორმატის კონფერენცია სამომავლოდ ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და ტექნოლოგიების გამოყენებით დაინტერესებულ ყველა პედაგოგს მისცემს შესაძლებლობას, მომავალ წელს წარმოადგინონ თავიანთი შესაძლებლობები ან დაესწრონ მსმენელის რანგში.