კავკასიის განათლების სკოლა პროგრამის - ,,მომავლის მასწავლებლები’’, პარტნიორია. პროგრამას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ი და მისი მიზანია მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერება.
პროგრამის ფარგლებში იგეგმება განათლების სკოლის წარმომადგენელთა სასწავლო ვიზიტი აშშ-ში და ამერიკელი ექსპერტების ჩართულობით მასწავლებლის მომზადების პროგრამის კურიკულუმის გაუმჯობესება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა.
პროგრამა ,,მომავლის მასწავლებელი’’ ხორციელდება საქართველოში მოქმედ სამ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, რომელთა შორისაა კავკასიის უნივერსიტეტი.