ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის ტრენინგ-კურსები

11 იანვარი
დაიწყო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის ტრენინგ-კურსები. მსმენელები შეისწავლიან ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების შემუშავების, მართვის, ანგარიშგების, ადმინისტრირებისა და ინსპექტირების პრინციპებსა და თავისებურებებს. გაეცნობიან არსებული პროგრამების საკანონმდებლო მარეგულირებელ აქტებს.

მსმენელები ასევე გაეცნობიან მიმწოდებლებისა და მოსარგებლეების უფლება-მოვალეობებს, რეგისტრაციისა და ტარიფების წარდგენის პრინციპებს, პროგრამების ადმინისტრირების ეტაპებს (შეტყობინება, შერჩევითი შემოწმება, ინსპექტირება, ანაზღაურება, შესრულებული სამუშაოს რევიზია). სამედიცინო კლასიფიკაციის ძირითად პრინციპებსა და ხელოვნური ერთეულების კოდებს.

{phocagallery view=category|categoryid=493|limitstart=0|limitcount=0}