მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის შიდა სასკოლო კონფერენცია

23 მაისი 2018

23 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის შიდა სასკოლო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის სტუდენტებმა მიიღეს. მათ თავიანთი ნაშრომები სხვადასხვა თემაზე წარადგინეს და დისკუსია გამართეს.

 

კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ ლუკა ხაბაზიშვილი და ლიკა გაბისონია, თემით პაციენტის პირველადი სამედიცინო დახმარების ხარისხის კმაყოფილება.

 

კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ელენე კობაიძე და სალომე თოთლაძე, თემით - საკეისრო კვეთის ზრდის ტემპი საქართველოში და პრობლემების გადაჭრის გზები.